გაეცანით საქართველოს მაღალი მიღწევების საერთაშორისო აკადემიას
საქართველოს მაღალი მიღწევების საერთაშორისო აკადემია წარმოადგენს თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეს, რომელიც ორიენტირებულია ხარისხიან და პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებაზე.
აკადემია ახორციელებს პროფესიული მომზადების მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით, თანამედროვე სტანდარტებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით.
ჩვენი მიზანია მსმენელებს მივცეთ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული უნარები, რომლებიც უზრუნველყოფს მათ პროფესიულ განვითარებასა და დასაქმების შესაძლებლობების ზრდას.
აკადემიაში სწავლების პროცესს უძღვებიან კვალიფიციური სპეციალისტები და პრაქტიკოსი პროფესიონალები.
აკადემია მუდმივად ზრუნავს საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე, სწავლების მეთოდების განახლებასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია სანდოობა, პასუხისმგებლობა და განათლების ხელმისაწვდომობა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ მდგრადი და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო გარემო.
შპს საქართველოს მაღალი მიღწევების საერთაშორისო აკადემიის მისიაა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად საზოგადოებისთვის ხარისხიანი პროფესიული განათლების მიწოდებით კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება და დასაქმება, ასევე პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და პოპულარიზაცია.
აკადემიის ხედვაა ჩამოყალიბდეს ერთიან, თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოდ, რომელიც ხელს შეუწყობს მსმენელთა პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას, უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო მომსახურებას და შექმნის უსაფრთხო, ინკლუზიურ და თანასწორუფლებიან სასწავლო სივრცეს.
აკადემია ორიენტირებულია პრაქტიკულ სწავლებაზე, ინოვაციურ მიდგომებზე და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, რაც უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას.
უმაღლესი სტანდარტები განათლებაში
ვალდებულება მსმენელების მიმართ
თანამედროვე მიდგომები სწავლებაში
განათლება ყველასთვის
თანასწორუფლებიანი გარემო
მუდმივი სრულყოფა
საგანმანათლებლო პროცესის მარეგულირებელი დოკუმენტაცია